ჯანდაცვა
ყოველ საათში 100 ახალი ინფიცირებული და ერთი გარდაცვლილი. საქართველოში კოვიდის შემთხვევები იზრდება.
აიცერით, ატარეთ პირბადე და დაიცავით რეგულაციები!  საქართველოში ბოლო 24 საათში  გამოვლინდა ინფიცირების 2 415 ახალი შემთხვევა და გარდაიცვალა 26 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 943 პირი,  დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.42%, რაც  1% -თ  მაღალია წინა ერთი კვირის პერიოდთან  შედარებით.   

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 627 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 135 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 492 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 393 360-ს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 368 073-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 618 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.03% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.53%.


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 415 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 391 შემთხვევა, აჭარა - 202, იმერეთი - 147, ქვემო ქართლი - 172, შიდა ქართლი - 90, გურია - 47, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 97, კახეთი - 149, მცხეთა-მთიანეთი - 67, სამცხე-ჯავახეთი - 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13.


ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 19 643 საიდანაც: 4 584 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 684, აჭარაში - 309, იმერეთში - 537. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 899 პირი, მათ შორის, თბილისში - 444, აჭარაში - 48, იმერეთში -198. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 189 პირი, მათგან თბილისში - 146, აჭარაში - 4, იმერეთში - 9. 1 183 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 822 - თბილისში, 334- აჭარაში. 13 876 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 70 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 10.

სულ 6 ოქტომბრიდან - 20 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 970 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13 165 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 992, პირი, აჭარაში - 1 897, იმერეთში - 1 382.


Print