ჯანდაცვა
ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები მატულობს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის დაფიქსირების შემთხვევები მატულობს, ამიტომ აუცილებელია რაც შეძლება მეტი ადამიანი აიცრას. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინაც შემოვა.
„დღეს ქვეყანაში არის უკვე მობილიზებული მილიონი დოზა „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინა, ორივე ამ ვაქცინის ეფექტურობა ძალიან მაღალია ჰოსპიტალიზაციის და ლეტალობის თავიდან აცილების კუთხით. ასევე უახლოეს დღეებში შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინა და ასევე ექნება მოსახლეობას საშუალება რომ „ფაიზერის“ ვაქცინით ჩაიტაროს ვაქცინაცია, თუ კი მისთვის ეს არჩევანი უპირატესია, მაგრამ დღეს არსებული ყველა ის ვაქცინა, რომელიც გვაქვს „სინფარმი“, „სინოვაკი“, „ასტრაზენეკა“ არის დადასტურებული ეფექტურობის და თითოეული დღის დაკარგვა ნამდვილად კრიტიკულია. შემთხვევების რაოდენობა იმატებს, ამდენად მინდა მოვუწოდო მოსახლეობას აქტიური ჩართულობისთვის ვაქცინაციის პროგრამაში, რაც მიმდინარეობს მთელი ქვეყნის მასშტაბით და კიდევ უფრო გაფართოვდება მომდევნო დღეებში“,- აცხადებს თამარ გაბუნია.

ასვე ამირან გამყრელიძის ინფორმაციით განიხილება ე.წ. უსაფრთხო სკოლების და უნივერსიტეტების პრინციპი, რომ შემოდგომას უნივერსიტეტებში ყველა პროფესორ-მასწავლებელი და სტუდენტი იყოს ორჯერადად აცრილი, ასევე სკოლებში ყველა მასწავლებელი და მოსწავლე იყოს ორჯერადად აცრილი.

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 16 პაციენტი.

Print