ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთიში 11 მოქალაქეს დაუდასტურდა კორონა ვირუსი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 659 ახალი დადასტურებული შემთხვევაა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 377 811-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 713 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 359 939-მდე

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 468 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 659 ახალი შემთხვევა, სამცხე-ჯავახეთიში 11 მოქალაქეს დაუდასტურდა კორონა ვირუსი.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 59, ხოლო აჭარაში - 1.

სულ 6 ოქტომბრიდან - 11 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 940 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 447 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 997, პირი, აჭარაში - 785, იმერეთში - 1 036..

Print