ჯანდაცვა
სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებული 'სინოფარმის' ვაქცინით აიცრა
დღეს, 6 მაისს ახალციხის რეფერალურ ჰისპიტალში, სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი "სინოფარმით" აიცრა. ვაქცინა გაიკეთეს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ მაგრაქველიძემ და მისმა ორმა მოდგილემ.

"ვინაიდან ქვეყანა შევიდა მესამე ტალღაში და ინფიცირების მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება, მათ შორის ჩვენს რეგიონშიც, ვფიქრობთ, რომ ისევ ვაქცინაცია რჩება ერთადერთ იარაღად. "სინოფარმი" საკმაოდ გამოცდილია ბევრ ქვეყნებში, მასობრივად აიცრა მოსახლეობა, მას უკუჩვენება აქვს მინიმალური. გართულებები თითქმის არ აქვს, ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას აიცრას", – ამბობს ბესიკ ამირანაშვილი.

მხარის რწმუნებული ფიქრობს, რომ მის მიერ გაკეთებული აცრა, დანარჩენი მოსახლეობისთვის მაგალითის მიმცემი იქნება.

ბორჯომში ვაქცინაციის პროცესი 5 მაისიდან განახლდა, ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში მოქალაქეებს აცრა ჩინური ვაქცინით ,,სინოფარმით" შეუძლიათ.
ვაქცინაცია კვირაში სამჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს არის შესაძლებელი.

Print