ჯანდაცვა
ჩინური წარმოების ვაქცინები დაბალეფექტურია -ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი
ჩინელი მაღალჩინოსანი, რომელიც სამედიცინო საკითხებზეა პასუხისმგებელი აღიარებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის ეფექტურობა დაბალია, იგი მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს მათი კომბინირება ეფექტის ასამაღლებლად. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ხელმძღვანელმა გაო ფუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ვაქცინები დაცვის ძალიან მაღალ დონეს არ გვთავაზობს.

„ახლა ოფიციალურად განიხილება საკითხი, უნდა გამოვიყენოთ თუ არა სხვადასხვა ტექნიკური წარმოების ვაქცინები იმუნიზაციისთვის“, - განაცხადა გაო ფუმ.

გამოცემის ინფორმაციით, ბრაზილიაში კლინიკურმა ცდებმა აჩვენა, რომ ჩინური ფარმაცევტული კომპანია „სინოვაკ ბიონტექის“ პრეპარატის ეფექტურობამ 50.4 % აჩვენა. ამავდროულად, თავად კომპანიის მონაცემებით, კოვიდ-19-ის მძიმე მიმდინარეობას პრეპარატი აღკვეთს 80- %-ით. სხვა ორი ვაქცინის ეფექტურობა, რომელსაც ჩინური კორპორაცია „სინოფარმი“ აწარმოებს, 79.3 და 72.5 %-ია. ჩინეთის ბიოფარმაცევტული გიგიანტის - CanSino -ს ვაქცინის მაჩვენებელი კი 65 %.
Print