ჯანდაცვა
40 მილიონზე მეტი ადამიანი არის აცრილი ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინით - ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჩინური ვაქცინის წარდგენისას განაცხადა, რომ „სინოფარმის“ სანდოობაზე კითხვები არ ისმის. როგორც მან აღნიშნა საქართველოს ინტენსიური მიმოწერა აქვს ჯანდაცის მსოფლიო ორგანიზაციასთან, დაიწყოს მსჯელობა, თუ როდის იქნება „სინოფარმით“ ვაქცინაცია საქართველოში შესაძლებელი.

„როგორც იცით, უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან არის აღიარებული „სინოფარმი“, რის საფუძველზეც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „სინოფარმი“ შეიძლება დაშვებული ყოფილიყო საქართველოს ბაზარზე. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ უკვე 40 მილიონზე მეტი ადამიანი არის აცრილი „სინოფარმის“ ვაქცინით. შესაბამისად, მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან ის ელოდება ავტორიზაციას. ამასთან დაკავშირებიოთ ჩვენ გვაქვს ინტენსიური მიმოწერა ჯანდაცის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რის შედეგადაც საბჭოებთან მსჯელობის შემდეგ, მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როდის იქნება ჩინური ვაქცინით ვაქცინაცია საქართველოში უკვე შესაძლებელი“,-განაცხადა ტიკარაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ,,"სინოფარმი" გარდა ჩინეთისა, ძალიან ფართოდ გამოიყენება არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, ის სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყანას აქვს ნაყიდი - ბრაზილია, ჩილე იყენებს, ევროპის ქვეყნებიდან - უნგრეთი, სერბეთი და მას 40-მდე ქვეყნის ავტორიზაცია აქვს. ასე რომ, ის არის ტრადიციულ მეთოდზე დამყარებული, ანუ ინაქტივირებულ ვირუსზე დამყარებული ვაქცინა."- აცხადებს გამყრელიძე.
Print