ჯანდაცვა
ეპიდვითარება უარესდება - შეიძლება საყოველთაო გავრცელება დაიწყოს - ამირან გამყრელიძე
დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ,,ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, რომ ეპიდვითარება უარესდება - შეიძლება საყოველთაო გავრცელება დაიწყოს, თუმცა ჯერჯერობით გვაქვს კლასტერული გავრცელება.

მისივე თქმით, თუ მოსახლეობა კოვიდრეგულაციებს დაიცავს, დიდი შეზღუდვების ალბათობა დაბალი იქნება.

“ეპიდვითარება ქვეყანაში დაახლოებით ბოლო 20 დღეა თანდათან უარესდება. იმატებს ყოველდღიური ახალი შემთხვევების რიცხვი, იმატებს თანდათან დადებითობის მაჩვენებელი, ანუ ტესტირებულ ადამიანთა რიცხვში დადებითები. ე.წ. რეპროდუქციის მაჩვენებელი უკვე 1-ს ზემოთ არის, რომელიც ძალიან საყურადღებოა. ასევე იმატებს აქტიური შემთხვევების რიცხვი, ანუ ადამიანების, რომლებიც არიან საავადმყოფოებში ან ბინაზე, ან სასტუმროებში მკურნალობაზე - ყველა ეს ინდიკატორი სამწუხაროდ, უარესდება. ის, რომ კლასტერებია ჩამოყალიბებული სამეგრელო, შიდა ქართლში და გურიაში ეს მეტყველებს და ეს გახლავთ პირველი ნიშანი, რომ შეიძლება საყოველთაო გავრცელება დაიწყოს, თუმცა ჯერჯერობით საყოველთაო გავრცელება არ გვაქვს, გვაქვს კლასტერული გავრცელება.“
- განაცხადა გამყრელიძემ.

Print