ჯანდაცვა
საქართველოში ჩინური ვაქცინა „სინოფარმი“ შემოვიდა
საქართველოში ჩინური ვაქცინა „სინოფარმის“ 100 ათასი დოზა შემოვიდა. „სინოფარმს“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ჯერ არ გაუვლია. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, როდესაც „სინოფარმი“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს.

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა.
25 მარტს კი საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინის 30 000-მდე დოზა მიიღო, რომლითაც აცრები 30 მარტიდან დაიწყო.

აცრა შეძლებენ ის მოქალაქეები, რომლებიც ვებგვერდზე booking.moh.gov.ge დარეგისტრირდნენ და ვიზიტი დაჯავშნეს. დარეგისტრირება, სამედიცინო პერსონალთან ერთად, შეუძლიათ 55 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც.


Print