ჯანდაცვა
კვლევა - Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინები ინფიცირების რისკს - 90% -ით ამცირებენ
აშშ-ში ჩატარებული რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული კვლევის შედეგების თანახმად, Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს კოვიდ-19-ის ვაქცინებმა პირველი დოზის მიღებიდან ორი კვირის ან მეტი დროის გასვლის შემდეგ ინფიცირების რისკი 80% –ით შეამცირა,- შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ამასთან, ინფიცირების რისკი 90% -ით შემცირდა მეორე დოზის გაკეთებიდან ორი კვირის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევამ შეაფასა, თუ რამდენად შეუძლიათ ვაქცინებს დაინფიცირებისგან, მათ შორის უსიმპტომო დაავადებისგან, დაცვა.

კვლევის ფარგლებში ინფორმაციულ რიბონუკლეინის მჟავაზე (ი-რნმ) დაფუძნებული ვაქცინების ეფექტურობა აშშ-ის ექვს შტატში 13 კვირის განმავლობაში, 2020 წლის 14 დეკემბრიდან 2021 წლის 13 მარტამდე შეისწავლეს. კვლევაში 3 950 მონაწილე იყო ჩართული.
Print