ჯანდაცვა
ეკატერინე ტიკარაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით საჯაროდ აიცრა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრა.
მინისტრმა „ასტაზენეკას“ ვაქცინა საჩხერის სამედიცინო ცენტრში გაიკეთა.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის შემდეგ განაცხადა, ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო პერსონალის გამჭვირვალე ჩართულობა არის მნიშვნელოვანი.

„მიმაჩნია, რომ ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო პერსონალის გამჭვირვალე ჩართულობა არის მნიშვნელოვანი როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე ექიმებისა და იმ კლინიკისთვის, სადაც მე ბევრი დადებითი წელი მაქვს გატარებული. ჩავთვალე, რომ ჩემი ვაქცინაციის აქ ჩატარება იქნებოდა გარკვეულწილად სიმბოლურიც და დიდი მოტივის მომცემიც, როგორც საჩხერის კლინიკის მედპერსონალისთვის, ასევე ამ რეგიონისთვის. უკუჩვენება რომ ყოფილიყო, მე ვაქცინაციას არ ჩავიტარებდი. სწორედ აქედან გამომდინარე იქნა შევსებული კითხვარი, რომელსაც გავეცი დეტალურად პასუხი, ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ,“ - განაცხადა ტიკარაძემ.

Print