ჯანდაცვა
ბორჯომში დღეს არავინ დარეგისტრირებულა - ირაკლი დიასამიძე ვაქცინაციაზე
ბორჯომში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, დღეს არავის გაუკეთებია. შესაბამის პორტალზე არცერთი მედიკოსი არ დარეგისტრირებულა. 19 მარტის 15:00 საათის მდგომარეობით, არცერთი რეგისტრირებული არ არის 20 მარტისთვისაც.
ბორჯომის სამედიცინო ცენტრის დირექტორი ამ ფაქტს ახალციხელი მედდის გარდაცვალებას უკავშირებს. ირაკლი დიასამიძე აქვე განმარტავს, რომ ვაქცინაციის პროცესი ბორჯომში არ შეჩერებულა და რეგისტრაციისთვის შესაბამისი ონლაინ პლატფორმა ღიაა . https://booking.moh.gov.ge/Hmis/Hmis.Queue.Web/#/
ბორჯომში Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გუშინ დაიწყო. 18 მარტს ვაქცინა (ასტრაზენეკა) 6-მა მსურველმა გაიკეთა. სულ მუნიციპალიტეტის სამედიცინო ცენტრს 250 დოზა ვაქცინა გადაეცა.


Print