ჯანდაცვა
ვაქცინაციის პროცესში პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია დაფიქსირდა - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია დაფიქსირდა. ამირან გამყრელიძის განმარტებით, ვაქცინაციის შემდეგ გვერდითი რეაქციები ხშირ შემთხვევაში ვლინდება ტემპერატურით, თავის, სახსრებისა და კუნთების ტკივილით. იშვიათ შემთხვევაში ანაფილაქსიური შოკით.

"ბრიფინგის ძირითადი მიზანია, რომ შეგატყობინოთ პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია ანუ გართულება ვაქცინაციის პროცესის. მოგეხსენებათ, რომ ვაქცინაცია და ნებისმიერი წამალი არ გახლავთ დაზღვეული გვერდითი მოქმედებებისგან. ვაქცინებზე, ზოგადად, არსებობს მსუბუქი გვერდითი მოქმედებები და არსებობს სერიოზული გვედითი მოქმედებები. ყველაზე სერიოზული გვერდითი მოქმედება, რომელიც ვითარდება სწრაფად ვაქცინის ან წამლის შეყვანის შემდეგ, ეს არის ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც ვითარდება ინექციიდან 15-20- 30 წუთში, თუმცა შეიძლება იყოს მოგვიანებითი რეაქცია", - განაცხადა გამყრელიძემ.
შემთხვევა ახალციხის კლინიკა "იმედში" დღეს მოხდა. ექთანი შეუძლოდ ვაქცინაციის შემდეგ გახდა. ამის შემდეგ ადგილზე სიტუაცია დაიძაბა და ექთნის ოჯახის წევრებმა კლინიკის ფანჯრები ჩაამტვრიეს.

Print