ჯანდაცვა
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბორჯომის "ჯეო ჰოსპიტალში" 17 მარტს დაიწყება
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ინექცია 15 მარტს ახალციხეში, მხოლოდ კლინიკა "იმედის" მედპერსონალს გაუკეთდა. ინფორმაციას ამის შესახებ tv9news.ge ავრცელებს ავრცელებს

პირველი, ვინც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, რეანიმაცია-ანესთეზიის განყოფილების უფროსი გიორგი აფციაური და კლინიკის დირექტორი გიორგი ბარძიმაძეა. პროცესს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი და ახალციხის მერი დაესწრო.

სამცხე-ჯავახეში ვაქცინის 1 400 დოზაა შემტანილი. ვაქცინაცია 17 მარტს ბორჯომის "ჯეო ჰოსპიტალში" , ნინოწმინდასა და ახალქალაქში დაიწყება, ხოლო 18 მარტს ასპინძასა და ადიგენში, "ევექსის კლინიკების" ქსელში ჩატარდება.


Print