ახალი ამბები
რუსეთში ფრინველის გრიპი ადამიანს დაუფიქსირდა
რუსეთში ადამიანს ფრინველის გრიპის პირველი შემთხვევა დაუფიქსირდა, ამის შესახებ BBC წერს. როგორც BBC წერს, რუსეთში H5N8 შტამის ადამიანზე გადაცემის შემთხვევა ამ დრომდე არ ყოფილა გამოვლენილი.

არსებული ინფორმაციით, H5N8 ქვეყნის სამხრეთით, ერთ-ერთ ქარხანაში, 7 ადამიანს დაუდგინდა. დაავადებულები თავს კარგად გრძნობენ და ისინი იზოლირებულად მკურნალობენ.

ვირუსი ადვილად არ ვრცელდება. ამ ვირუსით მსოფლიოში რამდენიმე ადამიანი უკვე დაავადდა და ზოგ შემთხვევაში, ეს გარდაცვალებითაც დასრულდა.
Print