ჯანდაცვა
რა საშიშროება შეიძლება გამოიწვიოს ძილის უკმარისობამ
ამერიკაში ოჰაიოს უნივერსიტეტის ექსპერტებმა გამოიკვლიეს ძილის ქრონიკული უკმარისობის შედეგები და ის ტვინის შერყევას შეადარეს. კვლევისთვის მეცნიერებმა 30 ათასზე მეტი სპორტსმენი შეარჩიეს და გააანალიზეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ექსპერიმენტის მონაწილეთა უმეტესობას აღენიშნებოდა თავის ტკივილი, ფოტოფობია, თავბრუსხვევა და შაკიკი.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეს კლინიკური სურათი თითქმის სრულად შეესაბამება ტვინის გადატანილი ტრავმული დაზიანების შედეგებს. კერძოდ, საუბარია ტვინის შერყევაზე. ამასთან, მონაწილეებს ასეთი ტრავმების გამოცდილება არ ჰქონდათ, წერს ფედერალური ახალი ამბების სააგენტო. მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგად, მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ საფრთხე მომდინარეობს ღამის ძილის რეგულარული უკმარისობიდან.

ყოველდღიურ სტრესთან ერთად, ადამიანებს ეწყებათ ჯანმრთელობის პრობლემები. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ზემოხსენებულ სიმპტომებს ემატება იმუნიტეტის შესუსტება და ქრონიკული დაავადებების გამწვავება,

ასე რომ, ძილის ნაკლებობა იწვევს გულსისხლძარღვთა სისტემის დარღვევას და სხვადასხვა ნევროზულ დაავადებებს. გარდა ამისა, ამცირებს შრომისუნარიანობას, ადუნებს ყურადღებას, ყოველივე ამის შედეგად კი ადამიანებს ემართებათ შფოთვა და იზრდება იმის რისკი, რომ ეს ყველაფერი ხანგრძლივ დეპრესიაში გადაიზარდოს.



Print