ახალი ამბები
კოვიდ 19-გან გამოჯანმრთელებული ბორჯომელი ექიმი, იზოლაციიდანაც სატელეფონო კონსულტაციებს გასცემდა
დღეიდან, 17 ნოემბრიდან, იზოლაციისგან თავისუფალია ბორჯომელი ექიმი. დვირის ამბულატორიის ექიმი, რომელიც მორიგი ტესტირების დროს კოვიდ დადებითი აღმოჩნდა, მკურნალობას სახლში გადიოდა. იზოლდა ლომიძეს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდა. ბინაზე იზოლაციის პირობებშიც პაციენტების დახმარებას ცდილობდა და მათ სატელეფონო კონსულტაციას უწევდა.

როგორი იყო იზოლაციის 12 დღე და რას ურჩევს მოქალაქეებს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ბორჯომელი ექიმი - "დღის ამბების" სტუმარია დვირის ამბულატორიის ექიმი იზოლდა ლომიძე.

Print