ჯანდაცვა
ექიმებს, რომლებმაც რუსული ვაქცინაცია გაიკეთეს კორონავირუსი გამოუვლინდათ
რუსეთში ალტაის ტერიტორიის სამ ექიმს, რომლებმაც ერთ-ერთმა პირველებმა მიიღეს რუსული ვაქცინა Sputnik V, კორონავირუსი დაუდასტურდათ.
ტესტებმა დადებითი შედეგი 10 ნოემბერს აჩვენა. ამის შესახებ სამშაბათს რეგიონის პრესისა და მასობრივი კომუნიკაციების დეპარტამენტში განაცხადეს.

”ალტაის ტერიტორიაზე, 42 ექიმიდან სამს, რომლებმაც პირველებმა აცრეს კორონავირუსის ინფექციის საწინააღმდეგო (Sputnik V ვაქცინა) კორონავირუსი დაუდასტურდათ. დაინფიცირების მიზეზი შეიძლება ის გახდეს, რომ ვაქცინირებული ექიმების იმუნიტეტს, ალბათ, არ ჰქონდათ საკმარისი დრო, COVID-19 პათოგენთან საწინააღმდეგოდ ჩამოსაყალიბებლად“ - ნათქვამია რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ინფექციის საწინააღმდეგო უსაფრთხო ვაქცინის შექმნის შესახებ ამბიციური განცხადება გააკეთა,
თუმცა რამდენად უსაფრთხო იქნება ის მასობრივი გამოყენებისთვის, ამასთან დაკავშირებით დანარჩენი მსოფლიო ეჭვს გამოთქვამს, რუსეთი ვაქცინის გამოცდასთან დაკავშირებით სამეცნიერო მონაცემს არ აქვეყნებს, ამიტომ ამ ეტაპზე უცნობია მისი ეფექტურობა და არის თუ არა ის უსაფრთხო - CNN 

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, ინფექციონისტ თენგიზ ცერცვაძის განცხადებით რუსეთი მიდის ავანტიურაზე, რომელიც არავინ იცის გაამართლებს თუ არა.
„ისინი ამბობენ, რომ ვაქცინის კვლევის მესამე ფაზას 800 ადამიანზე ახლა იწყებენ, პარალელურად კი, არ ელოდებიან მის დასრულებას და ვაქცინას გამოყენებაში უშვებენ. ისინი რისკზე მიდიან. მესამე ფაზამ თუ არ გაამართლა, წარმოებაში ჩაშვებული ვაქცინა გადასაყრელი იქნება, თუმცა მეორე მხრივ, თუ კვლევამ გაამართლა, რუსეთი დროს მოიგებს და მესამე ფაზის ბოლოსთვის უკვე წარმოებული ექნება ვაქცინა. ამან შესაძლოა გაამართლოს, შესაძლოა არა. გარკვეულწილად, რუსეთის მოქმედება ავანტიურისტულია“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.


Print