ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსის 2 859 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში covid 19-ის 2859 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეა განთავსებული. პირველიინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 54852 -ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2754 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 39773-მდე გაიზარდა.

24 საათში გარდაიცვალა 18 ადამიანი, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს გარდაცვალების 441 შემთხვევა.

ა კარანტინის რეჟიმშია 3015 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 4670 პირი, კოვიდ სასტუმროში იმყოფება 2599 მოქალაქე, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


Print