ახალი ამბები
ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გრიპის ვაქცინა 65 ლარი ეღირება
„ჯეო ჰოსპიტალსის“ ბორჯომის სამედიცინო ცენტრში, მოქალაქეებს სეზონური გრიპის ვაქცინის გაკეთება დღეიდან შეუძლიათ. საქმე ეხება ადამიანების იმ კატეგორიას, რომლებიც სამიზნე ჯგუფებში და სახელმწიფო პროგრამის დაფინანსებაში ვერ მოხვდნენ. ვაქცინის გასაკეთებლად მოქალაქემ ბორჯომის სამედიცინო ცენტრს უნდა მიმართოს. ერთი ვაქცინის ღირებულება 65 ლარია.

პარალელურად მიმდინარეობს 65 წელს ზემოთ, რისკ ჯგუფებში მყოფი და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების უფასო ვაქცინაციაც.








ასევე დაგაინტერესებთ: ვის შეეხება სეზონური გრიპის ვაქცინაციის მეორე ეტაპი და ვის უნდა მიმართოთ ბორჯომში


Print