ჯანდაცვა
ბორჯომში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4 შემთხვევა დაფიქსირდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის გიორგი მიქელაძის ინფორმაციით, 4-ვე კოვიდინფიცირებული ახალციხეშია გამოვლენილი.
რეგიონში მოკვლეულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 55-მდე პირი. ამ დროისათვის გამოსაკვლევია 296 ნიმუში.

გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა 11-ით გაიზარდა და მათი რიცხვი სულ 68-ს შეადგენს.

რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში 936 პირი იმყოფება. აქედან ბორჯომში - 83, ახალციხეში - 422, ახალქალაქში - 150,
ადიგენში - 130, ნინოწმინდაში - 96, ასპინძაში -55.

კარანტინში იმყოფება 337 ადამიანი. აქედან, ბაკურიანში - 309, ახალციხეში - 28.

3 ნოემბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში სულ 516 კოვიდინფიცირებულია, მათგან 9 პირი გარდაიცვალა.

Print