ჯანდაცვა
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს კორონავირუსი დაუდგინდა
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნათია მეზვრიშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

"დამიდასტურდა Covid -19 კარგად ვარ, სახლში გავდივარ მკურნალობას და შეძლებისდაგვარად ვაგრძელებ მუშაობას", - წერს მეზვრიშვილი.

ნათია მეზვრიშვილი კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში დღეს გადავიდა.

დღეს კორონავირუსი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დაუდგინდა.

კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.



Print