ჯანდაცვა
ბოლო 24 საათში, ბორჯომში კორონავირუსით 2-პირი დაინფიცირდა
ბოლო 24 საათში, სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის ინფორმაციით, აქედან ბორჯომში COVID 19-ით 2-პირია ინფიცირებული, ახალციხეში 18 ადიგენში – 4, და ახალქალაქში 2, ასპინძაში 1.

გიორგი მიქელაძის ინფორმაციით, გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 116-მდე პირი, მიმდინარეობს მოკვლევა.

თვითიზოლაციაში ბორჯომში 69 პირი იმყოფება. ახალციხის მუნიციპალიტეტში 407 პირია, ახალქალაქში - 164; ნინოწმინდაში - 107; -, ასპინძაში - 63; ხოლო ადიგენში - 100 პირი.

კარანტინში 210 მოქალაქე იმყოფება, მათგან ახალციხის საკარანტინე სივრცეში 33 პირია, ხოლო ბაკურიანში – 177;

ამ დროისათვის გამოსაკვლევია 12 ნიმუში.

აპარატის უფროსის ინფორმაციით, დისტანციურ სწავლებაზე 4 ნოემბრიდან 7 სკოლა და 3 საბავშვო ბაღი დარჩება. ესენია: ახალციხის პირველი, მეხუთე და სოფელ კლდის საჯარო სკოლები, ადიგენის მუნიციპალიტეტში 2 სკოლა - სოფ. უდისა და ლელოვნის და ახალქალაქის პირველი და მეოთხე საჯარო სკოლები.

ფუნქციონირება დროებით შეწყვიტეს ბორჯომის, ახალქალაქის, და ნინოწმინდის საბავშვო ბაღებმა.

2 ნოემბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 512 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია – 57 პირი, ხოლო გარდაცვლილი – 9.

Print