covid-19
ბორჯომში თვითიზოლაციაში 98 პირი იმყოფება
სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის გიორგი მიქელაძის ინფორმაციით, რეგიონში მთლიანობაში 39 ახალი შემთხვევა დასტურდება, თუმცა ერთი მათგანი სამცხე-ჯავახეთში არ ცხოვრობდა. მუნიციპალიტეტების მიხედვით, 38 კოვიდინფიცირებული პირი ასე ნაწილდება:
ახალციხე - 15 ახალქალაქი - 15 ნინოწმინდა - 4 ასპინძა - 3 ადიგენი - 1

"ამ დროისათვის, პირდაპირ კონტაქტში მყოფი 75 პირია გამოვლენილი", - გიორგი მიქელაძე.

მისივე ინფორმაციით, რეგიონში თვითიზოლაციაში იმყოფება 1 042 პირი. აქედან ახალციხეში - 514, ახალქალაქში - 175, ასპინძაში - 100, ბორჯომში - 98, ნინოწმინდაში - 83, ადიგენში - 72.

ამ დროისათვის, რეგიონში 150-მდე ტესტის კვლევის პასუხს ელოდებიან.

გიორგი მიქელაძის თქმით, ამ დროისთვის რეგიონის 8 საკარანტინე სივრცეში გადანაწილებულია 229 პირი, აქედან 218 ბაკურიანში არსებულ საკარანტინე სივრცეებში, ხოლო დანარჩენი 11– ახალციხის მუნიციპალიტეტში.
ბოლო დღე–ღამეში გამოჯანმრთელებულია 2 პირი ასპინძის მუნიციპალიტეტიდან. რეგიონში ამ დროისათვის კორონავირუსისგან 57 პაციენტია განკურნებული.
Print