ჯანდაცვა
ბორჯომის სამედიცინო ცენტრი დისტანციურ მომსახურებაზე გადავიდა
ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო „ჯეო-ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრი“ დისტანციურ მომსახურებაზე გადავიდა. საჭიროების შემთხვევაში პაციენტმა ცხელ ხაზზე უნდა დარეკოს. რის შემდეგაც მოხდება გადამისამართება ოჯახის ექიმთან.

ოჯახის ექიმი გადაწყვეტს მისვლა აუცილებელია, თვითონ მისცემს მკურნალობას თუ დაიბარებს ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკურ კვლევებზე კლინიკაში-ამბობს „ჯეო-ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრის” დირექტორი.

ირაკლი დიასამიძის ინფორმაციით: „გარეთ ყველგან გამოკრულია ოჯახის ექიმის ტელეფონის ნომრები მათ შორის სადაზღვევო კომპანიის, პედიატრების და თერაპევტების. ის პაციენტები, რომლებიც მობრძანდებიან სამედიცინო ცენტრში, კლინიკაში შემოსვლამდე ურეკავენ ექიმებს, გადიან კონსულტაციას და ექიმი წყვეტს მიიღებს ამ პაციენტს თუ ბინაზე მისცემს მკურნალობას.
ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ პრევენციულად რაც შეიძლება ნაკლები კონტაქტი იყოს“.  

გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული შეზღუდვები არ მოქმედებს. შეზღუდვა არ ვრცელდება ოპერაციებზე.

ცხელი ხაზი: 032 2 505 222


Print