ჯანდაცვა
კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 19857 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

stopcov-ის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 2862 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში მკურნალობს 1420 პირი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
Print