ჯანდაცვა
კორონავირუსისაგან 246 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა და 11 გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 246 ადამიანი გამოჯანმრთელდა, კორონავირუსისგან კიდევ 11 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 124 -მდე გაიზარდა. - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5721 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 090-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საქართველოში კორონავირუსის სულ 15327 შემთხვევაა დადასტურებული.


Print