ახალი ამბები
"ტესტი დღეს მესამედ აუღეს" - ჭობისხეველი ახალგაზრდის დედა
სოფელ ჭობისხევში, ახალგაზრდის დედა, ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას აცხადებს, რომ მის შვილს კორონავირუსზე ტესტი დღეს, 15 ოქტომბერს, მესამედ აუღეს და პასუხი ცნობილი ხვალ გახდება. მისი განმარტებით, პირველმა ტესტმა პასუხი დადებითი აჩვენა, ხოლო მეორედ აღების შემთხვევაში პასუხი უარყოფითი იყო.

ჭობისხეველ ახალგაზრდას, რომელსაც აქამდე ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აღენიშნებოდა, მშობლის ინფორმაციით გორის ჰოსპიტალში რჩება, ხვალიდან კი სავარაუდოდ სახლში დაბრუნდება და თვითიზოლაციაში ყოფნას ოჯახის წევრებთან ერთად გააგრძელებს.

Print