ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა. პაციენტი ახალციხეში ინფიცირებული ექიმების კონტაქტია. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსი გიორგი მიქელაძე აცხადებს, რომ ასაკიანი ქალი ახალციხის ერთ-ერთ კლინიკაში გულისა და ფილტვის უკმარისობით შეიყვანეს. იგი ახალციხის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი იყო. სამედიცინო დაწესებულებაში შესვლისას მას კორონავირუსი არ დადასტურებია. მედიკოსების დაინფიცირების შემდეგ, ქალს ვირუსზე კვლევა განმეორებით გუშინ, 14 ოქტომბერს ჩაუტარდა. იგი კოვიდდადებითი აღმოჩნდა.

85 წლის ქალი დღეს, 15 ოქტომბერს გარდაიცვალა.
გიორგი მიქელაძის განმარტებით, სამცხე-ჯავახეთში, ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული 66 პირი ფიქსირდება.


Print