ჯანდაცვა
კორონავირუსით დღეს მე-8 პაციენტი გარდაიცვალა
დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-8 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 93-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ჯამში, ამ დროისთვის ვირუსით ინფიცირებულია 12 272 ადამიანი. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 6538 ადამიანს შეადგენს.


Print