ჯანდაცვა
კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა და 7 გარდაცვლილი, როგორია ახალი სტატისტიკა
საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 12 272-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. გარდაიცვალა საქართველოს კიდევ 7 მოქალაქე და ამ დროისთვის კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 92-ს შეადგენს.
გარდა ამისა, საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 211 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა ამ ეტაპზე 6538-ია.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 836 პირი. კოვიდ სასტუმროში მოთავსებულია 1393 პაციენტი, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 92-მდე გაიზარდა.ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 6 პაციენტიდან, 3 აჭარაში გარდაიცვალა, 1 - საჩხერეში, 2 კი თბილისში.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
ქვეყანაში კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება 50 პაციენტი, მათგან 8 აფახაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი.
„აჭარაში- 196 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, თბილისში- 178, იმერეთში 65 შემთხვევა დადასტურდა, გურია -1, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 13, ქვემო ქართლი - 15, შიდა ქართლი - 6“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.


Print