ჯანდაცვა
კორონავირუსისგან კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 72 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
კორონავირუსისგან 313 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 5866 -ს შეადგენს.

რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, კორონავირუსი კიდევ 527 ადამიანს დაუდასტურდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ჯამში 10752-ს შეადგენს.


Print