ჯანდაცვა
კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 10752-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 574 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 338-ს შეადგენს

ქვეყანაში კორონავირუსით 72 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
Print