ახალი ამბები
სამცხე-ჯავახეთში 41 კოვიდინფიცირებულია
დღეს, 6 ოქტომბერს კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ადიგენში. ახალი ინფიცირებული პირდაპირი კონტაქტის შედეგად გამოვლინდა. ჯამში, რეგიონის მასშტაბით 41 კოვიდინფიცირებულია. რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე ნაწილდება.

ადიგენი - 28
ნინოწმინდა - 8
ახალქალაქი - 3
ასპინძა - 2


რეგიონის ექვსი მუნიციპალიტეტიდან, მწვანე ზონებად რჩება ბორჯომი და ახალციხე.

რაც შეეხება თვითიზოლაციას და კარანტინს. დღეის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 289 პირი, ხოლო საკარანტინე სივრცეში 115 მოქალაქე. ჯამში, რეგიონის მასშტაბით, შვიდი საკარანტინე ზონაა, თუმცა ამ ეტაპისთვის ყველა არ არის ათვისებული.


Print