ჯანდაცვა
კორონავირუსისგან მე-40 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 40-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
81 წლის მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. აღენიშნებოდა თანხმლები დაავადებები, ორმხრივი პნევმონია.


Print