ჯანდაცვა
კორონავირუსისგან კიდევ ერთი, 32-ე პაციენტი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი, 32-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ StopCov-ს ვებგვერდზე განახლდა.
კორონავირუსით გარდაცვლილი 32-ე პაციენტი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, 57 წლის მამაკაცს თანმდევი დაავადებები ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.
მინისტრის თქმით, გამოიკვეთა, რომ ვირუსით გარდაცვალების ასაკი გაახალგაზრდავდა.

გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები რეკორდულად - 298-ით გაიზარდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 148 ადამიანი. ინფიცირებულებიდან ყველაზე მეტი, 175 ადამიანი, ისევ აჭარიდანაა.


Print