ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსის რეკორდული - 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5254 -ს შეადგენს ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 148 ადამიანი გამოჯანმრთელდა, შესაბამისად მათ რაოდენობა 2054-ს შეადგენს. გარდაიცვალა 3 პაციენტი და  ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 31-შეადგენს.


ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
Print