ახალი ამბები
ასპინძაში Covid 19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ასპინძაში კორონავირუსით ერთი პირი დაინფიცირდა. Covid 19 სავარაუდოდ ექთანს დაუდასტურდა, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს. სოფელში შესვლა-გამოსვლა შეზღუდულია. პერიმეტრს პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებენ. 

რაც შეეხება მდგომარეობას სამცხე-ჯავახეთში. 27 სექტემბრის მდგომარეობით, რეგიონში კორონავირუსის 12 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 11 ადიგენში, ერთი კი ასპინძაში.

ასპინძასა და ადიგენში მიმდინარეობს იმ პირების მოძიება, რომლებსაც ურთიერთობა ჰქონდათ ინფიცირებულებთან.

Print