ჯანდაცვა
მარინა ენდელაძე : სიტუაცია დასტაბილურდება
დღეს საქართველოში კოვიდ-19-ით ინფიცირების 294 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების მაჩვენებელი ქავეყანაში 5254 გახდა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა, 66% აჭარას უკავშირდება, 15% კი თბილისს, დარჩენილი 19% სხვადასხვა რეგიონებზე ნაწილდება.


,,ახალი შემთხვევებიდან 193 ახალი პაციენტი აჭარაშია გამოვლენილი, შემდგომ მოდის თბილისი - 43 პაციენტს დაუდასტურდა კოვიდინფიცირება, გურიაში გახლავთ 16 ახალი პაციენტი, იმერეთში -14, სამეგრელო ზემო - სვანეთში 11 ახალი პაციენტი, სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში 5-5 დადასტურებული შემთხვევა, შიდა ქართლში 4 ახალი პაციენტი, კახეთში - 2, მცხეთა მთიანეთში -1",- განაცხადა ბრიფინგზე ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ.

კორონავირუსით ინფიცირებულთა წყაროები ცნობილია.
" ჯერჯერობით "მწვანე ზონაში" ვართ. ვფიქრობ, რომ არ იქნება მატება. დღევანდელი დღე გარკვეულწილად საიმედოა იმიტომ, რომ ინფიცირებულთა მზარდი რაოდენობა არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ტესტების რაოდენობამ მოიმატა, ამდენად ვფიქრობთ, რომ სიტუაცია დასტაბილურდება და პროცესი შეჩერდება. ინფიცირების წყაროები ცნობილია", - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

Print