ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსით 21-ე პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა. პაციენტი


არსებული ინფორმაციით, პაციენტი ბათუმიდან იყო. ასაკოვან ქალს რამდენიმე თანმდევი დაავადება ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს.
გუშინ ქუთაისის კლინიკაში აფხაზეთიდან, კორონავირუსის დიაგნოზით გადმოიყვანილი პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს, მისი მდგომარეობა მძიმე იყო, ბათუმელი პაციენტი უკვე მეორეა, რომელიც ქუთაისში კლინიკა "ბომონდში" დაიღუპა.


 

Print