ჯანდაცვა
3 არასრულწლოვანს გორში კორონავირუსი დაუდასტურდა
გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 3 არასრულწლოვანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, სიმონ გულედანმა დაადასტურა.
6, 11 და 14 წლის ბავშვები, რომლებსაც კოვიდინფიცირება დაუდასტურდათ, სოფელ ტირძნისის მცხოვრებლები არიან.
11 და 14 წლის ბავშვები, ინფიცირებული ქალის შვილები არიან, ხოლო კიდევ ერთი, 6 წლის მოზარდი ოჯახის ახლობელია.

დადასტურებული სამივე შემთხვევა ორი დღის წინ კორონავირუსით ინფიცირებული ქალის კონტაქტებია.

ეპიდემიოლოგები გორის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ტირძნისსა და ქიწნისში ეპიდკვლევას და შესაძლო კონტაქტების დადგენას.აგრძელებენ.


Print