ჯანდაცვა
ბაგების საერთო საცხოვრებელში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს კოვიდ-19 დაუდასტურდა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, რომელიც ბაგების საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს, გუშინ კოვიდ-19 დაუდასტურდა. სტუდენტი ცხელების ცენტრში გადაიყვანეს.
როგორც თსუ-ში აცხადებენ, სტუდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მისი დაინფიცირების წყაროს თსუ არ წარმოადგენს.
„თსუ-ში ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია და სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს, შესაბამისად, დაინფიცირებულ სტუდენტს ლექტორებთან და სხვა სტუდენტებთან კონტაქტი არ ჰქონია.

თსუ-ს ბაგების საერთო საცხოვრებელში გუშინვე ჩატარდა დეზინფექცია. მასთან კონტაქტში მყოფი პირები გადაყვანილი არიან კარანტინში. საერთო საცხოვრებელში უსაფრთხოების ყველა ზომაა მიღებული.

საერთო საცხოვრებლისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.


Print