ახალი ამბები
,,მთავარი პრობლემა კორონავირუსის არის ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა“ - გედევან ფოფხაძის ტესტის პასუხი შეეშალათ
ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და საავადმყოფოში მკურნალობს,
"მთავარი არხის" ეთერში საუბრისას ამბობს, რომ მისი ტესტის პასუხი შეეშალათ, როგორც ის იხსენებს, პირველმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა და როდესაც სამედიცინო დაწესებულების დასატოვებლად ემზადებოდა, მოულოდნელად შეატყობინეს, რომ პასუხი დადებითი იყო.

"ირანელი ტურისტის ამბავი თუ გახსოვთ, ამდაგვარი სცენარის პერსონაჟი გავხდი" - ამბობს ფოფხაძე.

გედევან ფოფხაძეს კოვრონავირუსი 13 სექტემბერს დაუდასტურდა, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას.


Print