ჯანდაცვა
მარინა ეზუგბაია - ქვეყნაში კორონავირუსით ინფიციებული 35-მძიმე და 5 კრიტიკულად მძიმე პაციენტია
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყნაში კორონავირუსით ინფიციებული კრიტიკულად მძიმე 5 პაციენტია.
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, მძიმე პაციენტების სია 35-ს არ აღემატება.

"ჩვენი ცენტრის მონაცემებს რაც შეეხება, გუშინ გვყავდა 33 პაციენტი. გამოჯანმრთელდა და ჯამში სასტუმროსა და სახლებში გადაყვანილია 10 პაციენტი და კვლავ ახალი 10 პაციენტი მივიღეთ. ჩვენთან მყოფ პაციენტებში ერთი კრიტიკულად მძიმე და 3 მძიმე პაციენტი გახლავთ, დანარჩენების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია. ასევე ქვეყანაში იმ 1154 პაციენტში 5 გახლავთ კრიტიკულად მძიმე და მძიმე პაციენტების სია 35-ს არ აღემატება, მაგრამ ეს რიცხვები ალბათ დაავადების გაზრდასთან ერთად შეიცვლება",-აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

Print