ჯანდაცვა
კორონავირუსით ინფიცირებული, 4 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა,- მარინა ეზუგბაია
კორონავირუსით ინფიცირებული 831 პაციენტიდან, რომლებიც კლინიკებსა და სასტუმროებში გადიან მეთვალყურეობასა და მკურნალობას, 4 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 25-ის კი მძიმე.
როგორც ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, მარინა ეზუგბაია ამბობს, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო, ან მსუბუქია.
რაც შეეხება არასრულწლოვან პაციენტებს, ეზუგბაიას ინფორმაციით, მათთან ინფექცია ძირითადად ძალიან მსუბუქი, ან ასიმპტომური ფორმებით მიმდინარეობს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 152-ით გაიზარდა და 2227 გახდა.
6 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 1369-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 5882 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390პირი.
ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


Print