ჯანდაცვა
აჭარაში ნამყოფი 2 100-მდე მასწავლებლის ტესტირება მოხდება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აჭარაში ნამყოფი 2 100-მდე მასწავლებლის PCR ტესტით შემოწმება დაიწყება.
„დაახლოებით 2 100-მდე მასწავლებელია ნამყოფი აჭარის ზღვის სანაპიროზე ამ ზაფხულს, ყველა აღრიცხული გვყავს. ყველა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს აქვს სიები, აქტიურად ვთანამშრომლობთ განათლების სამინისტროსთან. პროცესი დაიწყო და ყველა მათგანის ტესტირება მოხდება. 2 100 არაფერი არაა, დღევანდელი ჩვენი სიმძლავრეებიდან გამომდინარე. დღიური ტესტირება 8 000 გვაქვს, არის გაზრდის შესაძლებლობა. რადგან მასწავლებლები სტრატეგიული ჯგუფია, შემუშავებულია სტრატეგია 45 000 მასწავლებლის რენდომული გამოკვლევის, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ როდესაც მასწავლებელი სკოლაში მიდის არაა ინფიცირების სტადიაში“,-განაცხადა გამყრელიძემ.

დღევანდელი 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სწავლა საქართველსო 6 დიდ ქალაქში 1 ოქტომბრამდე გადაიდო.

დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი, 87 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 20 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

Print