ჯანდაცვა
კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარაში გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1773 გახდა. 44 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარაში გამოვლინდა.
ინფიცირებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

ქვეყანაში გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 4-ით გაიზარდა 1325 გახდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390.
კორონავირუსის შედეგად სულ19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

Print