ახალი ამბები
ბორჯომში მოსახლეობას უფასო სკრინინგის აქცია უტარდება
დღეს, 7 სექტემბერს, ბორჯომში მოსახლეობისთვის, „ჯეო ჰოსპიტალს“-ის ამბულატორიულ ცენტრში სკრინიგნ-პროგრამით უფასო გამოკვლევები ტარდება. ეროვნული სკრინინგ ცეტრის მობილური ჯგუფი და უახლესი მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი მამომობილის საშუალებით მოსახლეობისთვის ადგილზე ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგია ხელმისაწვდომი.

მოსახლეობისთვის უფასო გამოკვლევები, შემდეგი მიმართულებით მიმდინარეობს:
ძუძუს კიბოს სკრინინგი ( გამოკვლევა ) - (40 – 70 წლის ქალბატონები)
საშვილოსნოს ყელის სკრინინგი ( 25 – 60 წლის ასაკის ქალბატონები)
პროსტატის კიბოს მართვა ( 50 – 70 წლის ასაკის მამაკაცები)
კოლორექტული კიბოს სკრინინგი ( 50 – 70 წლის ასაკის ჩათვლით)

პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს კიბოს დაავადების ადრეულ გამოვლენას, მკურნალობის დროულად დაწყებას და გადარჩენის მაღალი მაჩვენებლის უზრუნველყოფას. ეროვნული სკრინინგ ცენტრის ორგანიზებით მოსახლეობის უფასო გამოკვლევები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება.


Print