ჯანდაცვა
გუშინ მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
გუშინ მსოფლიოში კორონავირუსით იფიცირების 299 181 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

მანამდე ერთი დღის განმავლობაში ყველაზე მეტი შემთხვევა 31 ივლისს გამოვლინდა და 291 706 ინფორცირებული იყო.

ამ პერიოდისათვის მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 26 მილიონ 800 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან გამოჯანმრთელდა 18 935 586 პაციენტი, გარდაიცვალა 879 653, სტაციონარში რჩება 7 მილიონზე მეტი ადამიანი, მათგან 60 ათასზე მეტის მდგომარეობა მძიმეა.

ყველაზე მეტი ინფიცირებული ისევ ამერიკაში, ბრაზილიაში, ინდოეთსა და რუსეთშია.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს ქვეყანაში დღეს COVID -19-ით ინფიცირებულების რაოდენობა 25 -ით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 299 პაციენტი. გარდაცვლილია -19, კარანტინში 6020 მოქალაქე იმყოფება.

მასალა მომზადებულია https://stopcov.ge/ -სა და https://www.worldometers.info/coronavirus/ -ის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით.

Print