ჯანდაცვა
უფასო სკრინინგის აქცია ბორჯომში
7 სექტემბერს ბორჯომში ადგილობრივი მოსახლეობისთვის შპს "ჯეო ჰოსპიტალს" - ის ამბულატორიულ ცენტრში, სკრინინგ - პროგრამით უფასო გამოკვლევები ჩატარდება.
ეროვნული სკრინინგ ცეტრის მობილური ჯგუფი და მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი მამომობილის საშუალებით მოსახლეობისთვის ადგილზე ძუძუს კიბოს უფასო სკრინგი იქნება ხელმისაწვდომი. სახელმწოფოსა და კერძო ბიზნესის ურთირთთანამშრომლობის შედეგად , პარალელურად , ,,ჯეო ჰოსპიტალსის" ბაზაზე, კიბოს კომპონენტის 4 მიმიმართულებით სხვადასხვა ტიპის კვლევები უფასოდ განხორეციელდება.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს კიბოს დაავადების ადრეულ გამოვლენას, მკურნალობის დროულად დაწყებას და გადარჩენის მაღალი მაჩვენებლის უზრუნველყოფას.

უფასო სკრინინგის აქცია ბორჯომში 7 სექტემბერს,, ჯეო ჰოსპიტალსის" ბაზაზე გაიმართება, 8 ში კი ეროვნული სკრინინგის მობილური ჯგუფი და მამომობილი ახალქალაქს ეწვევა.

მოსახლეობისთვის უფასო გამოკვლევები, შემდეგი მიმართულებით მიმდინარეობს:
ძუძუს კიბოს სკრინინგი ( გამოკვლევა ) - (40 – 70 წლის ქალბატონები)
საშვილოსნოს ყელის სკრინინგი ( 25 – 60 წლის ასაკის ქალბატონები)
პროსტატის კიბოს მართვა ( 50 – 70 წლის ასაკის მამაკაცები)
კოლორექტული კიბოს სკრინინგი ( 50 – 70 წლის ასაკის ჩათვლით)
უახლესი მაღალტექნოლოგიური აპარატურით

Print