ჯანდაცვა
კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1462 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კვლავ 1196 -ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 5806 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 230 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე

Print